სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ჩემმა ნაცნობმა დედ-მამას აცრა რომ არ გაუკეთა და კოვიდით დაღუპული მშობლების 40-ზე რომ დამპატიჟა ეგ ამბავი ხო გახსოვთ?
დღეს დამირეკა, არ გადამიხდია 40, ჩემი ოჯახის მეუფე გარდაიცვალა მაგ დღესო,
როგორ მოკვდა – მეთქი ვკითხე და ისე გაბრაზდა, ლამის ტელეფონიდან გადმოხტა!
“სპორტული მანქანით ეს არ დაქროდა და წამალს არ იჩხირავდა, იასნა კოვიდითო”!
აღარაფერი გამკვირვებია, გამახსენდა რომ ლაპარაკს სუს- ისმენდა და მოვაყოლე ათასი *ლეობა
ყვებოდა და ყვებოდა და ყვებოდა სისულელეებს… მეც ვუსმენდი და თვალწინ მედგა სუს-ის თანამშრომლის უბედური სახე, რომელიც იჯდა და ეს *ლეობები ვორდის ფაილში გადაქონდა,” – წერს მაქარაშვილი.