Facebook-ჯგუფში – „მოხალისეები გურიიდან“ – მოქალაქე თეო სილაგაძე დიდთოვლობის შედეგად, გურიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ წერს.
„ბებოს ვერ ვუკავშირდებით, მარტო ცხოვრობს, ისიც არ ვიცით ცოცხალი არის თუ არა, სამაშველო ვერ ადის, ცენტრალური გზაც კი გასაწმენდია, სახურავი გადმოსათოვლი იყო ბოლოს რომ ვესაუბრეთ, სასწრაფო დახმარებამ ბოდიში მოგვიხადა ვერ ავდივართო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა (ოხოჯური) ელექტროენერგია გამორთულია, მეზობლებსაც ვერ ვუკავშირდები, ყველა გზა და რესურსი ამოვწურეთ, სახურავი ვერ გაუძლებდა და მარტო ვერ შეძლებდა გადმოეთოვლა, შეშაც გამოელეოდა გარეთ გასვლასაც წესით ვერ მოახერხებდა. დამიკავშირდით ძალიან გთხოვთ 595579449“, – აღნიშნულია პოსტში.