მწერალი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში დიდთოვლობის შედეგად, გურიაში წარმოქმნილ ურთულეს მდგომარეობას ეხმაურება.
„თოვლიანი გურია ლამაზი აღარ არის და არც თოვლია თეთრი – გაწითლდა. გურიას შველა ჭირდება. ადამიანებს – გზა. სახლებს – გადათოვლა“, – წერს ის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცნობით, თოვლმა 40-მდე სახლის სახურავი ჩამოანგრია.