დღეს დილით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის ბინაში პოლიცია შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით იწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ჟურნალისტის შვილმა, ნატა ცნობილაძემ.
„ვინც მამაჩემს იცნობს მჯერა გავრცელებულ ინფორმაციას ( გული მერევა და ვერც კი ვიმეორებ რის გამო შემოვარდნენ სახლში), არავინ დაიჯერებს.
მამაჩემი არის კაცი, რომელმაც როდესაც დედა წამართვეს მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა, თეთრი არ დაიშურა იმაში რომ შემდგარი ადამიანები ვყოფილიყავით. მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა და არავის გააბედინა რამე ზედმეტი ეთქვა.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს და თავისუფალი დრო როგორცკი გამოუჩნდება აქციაზე დგას.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ათასი სიბინძურე ნახა, და მაინც არის შესანიშნავი პიროვნება.
სანდრო ცნობილაძე, მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც კბილებით დაგვიცვა მე და ჩემი ძმა, რომელსაც არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, ოჯახისთვის.
ჩვენი ოჯახის ისტორია ვინც იცით, ყველა ხვდებით ვინ არის მამაჩემი.
რაც ვარ, ვარ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ სანდრო ცნობილაძეა მამაჩემი და რამდენი ბრძოლაც არ უნდა დამჭირდეს, მის სახელს არავის შევალახინებ.
ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ მაგრად ვართ, ისე როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერება“, – წერს ის.