თურქული მედიის ინფორმაციით, ქემალფაშაში, ართვინი – სარფის სასაზღვრო ტერიტორიაზე, გვირაბის გასასვლელთან მეწყერი ჩამოწვა.
გვირაბთან ჩამოშლილია ქვის დიდი ლოდები. მოძრაობა შეზღუდულია.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სამუშაოები გზის გასაწმენდად.