უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისის მოვლენებს იხსენებს.
„ამ დროს უკვე ვიცოდით რომ ,ოღონდ ძალიან ცოტამ რომ ბელარუსიის მხრიდან შემოჭრა მოხდებოდა.
პირველი ბრძანება რაც მივიღეთ რა თქმა უნდა ხიდების აფეთქება, ძირითადად ამას ვასწრებდით ბორიშოვ კის რაიონში , ბრავარის რაიონში და არ მისული დიმერთან მოხდა ხიდების განადგურება , დარჩენილი იყო ორი ხიდი სოფელ პერემოგას ზევით ვერ ვასწრებდით და სოფელ რუდნიცკოესთან, მაგრამ მაინც ავაფეთქეთ.
მაგის შემდეგ ჩემ ჯგუფს ხსნიან და სასწარაფოდ ჯგუფ ” გონორთან” ერთად კიევში სბუს შენობაში გადავდივართ ,იქ უკვე გვხვდება ალფა.ინფრომაცია მოვიდა რომ სამთავრობო კვარტალს დესანტით შეუტევდნენ, ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლებოდა ვერტალიოტი დაფრენილიყო ეს იყო სოფიევსკის მოედანი.ნლავიდან და სტინგერიდან სროლა მე ვიცოდი მარტო. სბუს კრიშაზე ავდივართ ოთხი კაცი , დაიწყო საჰაერო განგაში ყველას უთხარი ჩადით და მარტო დამტოვეთ მეთქი და “პუშკინამ” ადგილზე ალფას მეთაურმა შანსი არაოო , არ დაგტოვებო, მაინც არ გავაჩერე დაბლა გაუშვი.
სადღაც უკვე 25 რიცხვში ღამის 2 საათზე ორი დიდი დიევერსიული ჯგუფი შემოდის ერთი ჟულიანის აეროდრომთან იქნა განადგურებული და მეორე ობოლონის რაიონში , დესანტი უკვე გადაიფიქრეს.
შემდეგ უკვე დიმერის მიმართულებით გვიწევს ბრძოლა ,ბორიშოვკის რაიონის სოფლები და ბოლოს უკვე ირპენის დაკარგვის საშიშროება რომ დადგა გადაგვისროლეს ჩვენ, მაგ დროს უკვე ჩემს გარშემო ათ კაცამდე ქართველი იყო, იმის გარდა რაც უკრაინელი მებრძოლები მყავდა.
ყველამ ,ბოლომდე იბრძოლა ქართველებმაც და უკრაინელებმაც ვისაც ვმეთაურობდი, ერთი წამით არ დაუხევიათ უკან, ერთი შეშინებული თვალები არ დამინახია, მითუმეტეს რომ რაღაც მომენტში რამის ალყაში მოვყევით და პლიუს სამწუხაროდ შეცდომით რამდენიმე ნაღმი ჩვენი დაგვეცა.
სადღაც ას მეტრში დაშორებით ბელარუსი მოხალისეები იბრძოდნენ, 20 კაცამდე, ძალიან მაგარი ბიჭები,მე ვიტყოდი მაგ ბიჭების დამსახურებაა რომ ალყაში ვერ ჩაგვაგდეს.
მე ჩემ თავზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორც მეთაური პირველ რიგში იმათ ვაფასებ ვინც ბრძოლაში მე მასახელა თვითვეულ მებრძოლს., თვითონ უკეთ იტყვიან და შემაფასაებენ თუ როგორი მეთაური ვიყავი.
ჩემი ერთადერთი ფიქრი იყო ყველა ცოცხალი გამომეყვანა ბრძოლიდან, პირველი შევედი და ბოლოს გამოვედი, მადლობა უფალს არვინ დამეღუპა , ერთი მარტო ჩემი რომჩიკა დამიყრუვდა წოტა ძლიერი კანტუზიისგან დაჭრილს როცა მოათრევდა უკრაინელს , ორმა მცირე კანტუზია მიიღო.
დიდება უკრაინას 🇺🇦 დიდება ჩვენ სამშობლოს 🇬🇪. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს 🙏
მაინც გავიმარჯვებთ ✊“, – წერს ის.