გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს, ერთი მათგანი არასრულწლოვანი – 17 წლის პირია. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წყარო: “პრაიმტაიმი”