აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის პირველ დღეს ასზე მეტი აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის საგარეო დახმარების დროებით შეჩერება. ეს შეეხო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის პროგრამებსაც. ამის მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციამ დაასახელა ამ პროგრამების შემოწმება და იმის დადგენა შეესაბამებმა თუ არა ისნი აშშ-ის ინტერესებს, პოლიტიკას.
„USAID-ი რადიკალურ მემარცხენეებს აგიჟებს, და მათ არაფერი შეუძლიათ ამის წინააღმდეგ, რადგან ფული ისე დაიხარჯა – დიდი ნაწილი თაღლითურად – რომ ამის ახსნა სრულიად შეუძლებელია. კორუფციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია. დახურეთ ის!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს კონგრესმენების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.