Saturday, May 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

ექიმებში დაბნეულობაა… ვაქცინაციის გეგმის კონცეფცია უფრო სადღეგრძელოა, ვიდრე კონკრეტული პრობლემების დანახვა – ბევრი შეცდომებია დაშვებული – გიორგი ფხაკაძე

September 20, 2021
ექიმებში დაბნეულობაა… ვაქცინაციის გეგმის კონცეფცია უფრო სადღეგრძელოა, ვიდრე კონკრეტული პრობლემების დანახვა – ბევრი შეცდომებია დაშვებული – გიორგი ფხაკაძე

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ტემპის შემცირების საკითხს, “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “მიქს.მეტრონომთან” საუბრისას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არასწორად შედგენილი გეგმის შედეგია. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის ნაწილის მხრიდან იმუნიზაციის პროცესის იგნორირება.

“ზოგადად ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თავიდანვე ვამბობდი, რომ სტრატეგია, გეგმა არასწორად შედგენილი იყო, გათვალისწინებული არ იყო ყველა ის დეტალი, რაც ახასიათებს საქართელოს. ეს არის პირველი გამოწვევა, მეორე – ამ ვაქცინაციის გეგმის კონცეფცია არის უფრო სადღეგრძელო, ვიდრე კონკრეტული პრობლემების დანახვა, ანალიზი, მოგვარება. პრაქტიკულად ვაქცინაციის მთელი პროცესი არასწორ რელსებზე დგას, არაპროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი, პოლიტიზებული, ამას კორუფციის “სუნიც” ერთვის. შედეგი მივიღეთ ის, რაც გვაქვს. 

გარდა ამისა, ქვეყანაში იმდენი ვაქცინებია შემოსული, ადამიანი ვერ გაიგებს რომელი ვაქცინა გაიკეთოს და რომელი არა. ექიმებში დაბნეულობაა, ხან ერთ ვაქცინას ანიჭებენ პრიორიტეტს, ხან მეორეს და ისეთ დასაბუთებებს აკეთებენ, რომ გამოცდილი ექიმიც კი, დაიბნევა. თურმე ტრადიციული მეთოდით სჯობს ვაქცინის გაკეთება, ვიდრე არატრადიციულით. თავიდანვე არ მოხდა კოლეგების (ექიმების) სწორი, დეტალური ინფორმირება, არ იყო სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია, გადახედეთ მედია სივრცეს, როგორ შეიძლება ანტივაქსერებს აძლევდე ერთი წამიც კი დროს ნებისმიერ ტელევიზიაში?!  – გადახედეთ სხვა ქვეყნებს რა ხდება… აქ კი სააგენტოები, ტელევიზიები ამ ატივაქსერებს ატირაჟირებენ და ა.შ…  ანუ ბევრი შეცდომებია  დაშვებული. 

ჩვენ ვიცით, რომ ვისაც საქართველოში ვაქცინის გაკეთება სურს, ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 40% – ეს ის წერტილია, რომლის იქეთ ფიზიკურად ვერ წავალთ, რადგან ადამიანებისთვის პროფესიონალურად, სტრატეგიულად არავინ არაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვეგვარებინა, ამ ყველაფრის შედეგი კი სახეზე გვაქვს. ანუ ვაქცინაციის გეგმიდან დაწყებული დღემდე, გავიდა 9 თვე და შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ. არაპროფესიონალიზმია ყველა რგოლში. სამწუხარო მოცემულობით სახეზეა სიკვდილიანობის მაღალი, ვაქცინაციის კი დაბალი მაჩვენებელი… გადახედეთ საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 88% ორჯერ ვაქცინირებულია და  ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს 100% არის აცრილი – აი, ეს არის სწორი მიდგომა,  საქართელოში 50%-ც კი არ არის აცრილი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და სახელმწიფო ამ პრობლემას სამწუხაროდ ვერ აგვარებს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “მიქს.მეტრონომთან” საუბრისას.

 

 

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, ვინ იქნება საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი
  • “ზოგს ხშირად არასწორი ინფორმაცია აქვს…”- ინფექციონისტი საზოგადოებას აფრთხილებს
  • ამ წუთებში ყაზახური რეისი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge