საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს, სალომე ზურაბიშვილი თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, რომ 25 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ.
“ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით, არა ახალ ოკუპაციას, არა რუსულ რეჟიმს” – ეუბნება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ევროპული და თავისუფალი მომავლის სადარაჯოზე მყოფ ადამიანებს.
1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით რა იყო და 25 თებერვალს ჩვენ, ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით, არა ახალ ოკუპაციას, არა რუსულ რეჟიმს” – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია შემოიჭრა, დედაქალაქი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა და მათი გადასახლება დაიწყო. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა.
