რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
მას დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში, ასევე კიდურებზე ჰქონდა.
ამჟამად ის რეანიმაციიდან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ“, – აცხადებენ დაზარალებული ქალის ახლობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით არის დაწყებული.