მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“ცივი ტალღა რომელიც დაკავშირებულია არქტიკული ჰაერის შემოდინებასთან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან 20 თებერვლიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოახდენს ზეგავლენას, რის შედეგადაც ხვალ შუადღის საათებიდან წვიმა, ყველგან თოვლში გადავა, მეტნაკლები ინტენსიურობით საქართველოში თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება, გაძლიერდება ღამის ყინვები.
მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ხილვადობა გაუარესებული.
ავტომობილით გადაადგილების დროს გაითვალისწინეთ თოვლის დროს არსებული რეკომენდაციები.
გისურვებთ სასიამოვნო დღეებს და თოვლის მშვენიერი ფიფქებით ტკბობას”-წერს კობა ფარტენაძე.