ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას იმ მოძალადეთა რაზმების იდენტიფიცირებას და ორგანიზატორების დადეგენას სთხოვს, ვინც აეროპერტში მასზე ჯგუფური თავდსხმა განახორციელა.
საქმეში იქნება სამედიცინო დასკვნაც, რომლიც პრეზიდენტის სხეულზე დაიზიანებებს ადასტურებს. ირკვევა, რომ თავდამსხმელები ზურაბიშვილის მიმართულებით არა მხოლოდ კვერცხებს, არამედ სხვა საგნებსაც ისროდნენ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მზადაა, საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად მივიდეს.
“ოფიციალურად წარვადგენ მისი სახელით, რომ გამოძიება დაიწყოს. დაიწყოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების როგორც მონაწილეთა, ასევე მათთვის დავალების მიმცემთა გამოსავლენად და მათი პასუხისმგებლობისთვის და არ შეიძლება, ასეთი ფაქტები რჩებოდეს რეაგირების გარეშე. ასევე მოთხოვნილია, რომ ამოღებული იყოს ყველა ვიდეოკამერა, რომელიც აქვს აეროპორტს და აეროპორტი როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე სრულად კონტროლდება, თუმცა არცერთი პოლიციელი არ იმყოფებოდა არც თავდასხმამდე და არც ამ თავდასხმის შემდეგ. არავინ გამოჩენილა, რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, სხვა შემთხვევაში, იცით თქვენ, რომ იქ სულ პატრულირებს სხვადასხვა ჯგუფი. ვითხოვთ ასევე, რომ მოხდეს დაკითხვა ქალბატონი პრეზიდენტის, რომ მან მისცეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისად, ეს საგამოძიებო ოქმედებები უნდა დაიწყოს და ჩატარდეს. ასევე წარვადგენ დღეს დამატებით სამედიცინო დოკუმენტაციას, სადაც დადასტურებულია და არის აღნიშნული, რომ აღენიშნებოდა, ვიზუალურადაც ეტყობოდა, როდესაც ისროდნენ იმ საგნებს თუ ნივთებს, კვერცხებს და კიდევ რას ისროდნენ, დასადგენია. ეტყობოდა ვიზუალურადაც და სამედიცინო დოკუმენტაციაც გვაქვს. თვითონ ის საავადმყოფოც ვალდებულია და გააგზავნის ამ ინფორმაციას პროკურატურაში, მაგრამ ჩვენც უკვე ამოვიღეთ ეს ინფორმაცია და მე ამასაც წარვადგენ დღეს. ეს არის მოთხოვნა, რომელსაც დღეს შევიტან გენერალური პროკურორის სახელზე, – ამბობს პრეზიდენტის ადვოკატი ეკა ბესელია.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კვერცხები დაუშინეს.