Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“- ირაკლი რუხაძე

February 18, 2025
დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“- ირაკლი რუხაძე

“ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის, – განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

გადაცემის თანაწამყვანმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, როგორ უყურებს თავის პოზიციას, ესაუბრება საზოგადოებას როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიამენეჯერი, თუ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პროპაგანდას მაშინ, როდესაც კოლეგა ტელევიზიის მფლობელები, ზოგი, მაგალითად შალვა რამიშვილი აღიარებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტია, ნიკა გვარამია და „ტვ პირველი“ არ ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან და თავს დამოუკიდებელ მედიებად წარმოადგენენ.

„იმედი“ ჩემთვის არასდროს იყო ბიზნესი. „იმედი“ სულ ხელს მიშლიდა იმ პერიოდში, როდესაც ბადრი [პატარკაციშვილი] იყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც სააკაშვილმა და ბადრიმ მოილაპარაკეს და „იმედში“ უცვლიდნენ საქართველოს რკინიგზას. შემდეგ უცებ გაასხვისეს რკინიგზა გაურკვეველ ინგლისურ კომპანიაზე. ბენდუქიძე ყვიროდა, რა საშინელებაა, ამას რატომ აკეთებთო. შემდეგ რაღაცები მოხდა და ბადრიმ გადაიფიქრა.

ახლაც ხელისშემშლელია „იმედი“, როგორც ბიზნესი და ამას რომ ვამბობ, სულ ბოდიშებს ვუხდი ხოლმე ჩემებს, ძალიან მიყვარს „იმედი“ და პატივს ვცემ იმ ხალხს, რასაც აკეთებენ იქ [ტელევიზიაში]. ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს. მე, რა თქმა უნდა, რაღაცების შეცვლა შემიძლია, მაგრამ ჩემი როლი „იმედში“ დიდი არ არის. თუ მკითხავთ რა არის ჩემთვის „იმედი“, ეს არის ვალდებულება, რომელიც ბადრის ოჯახმა გადმომცა, რადგან მათთვისაც ძალიან დიდი ვალდებულება იყო. ყველას გვესმოდა, რამხელა როლი აქვს ამ არხს. როდესაც ვიშლებოდით და მათ ლონდონში უნდოდათ დარჩენა და მე საქართველოში ცხოვრება, გადაწყვიტეს, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა წამოეღო“, – აღნიშნა რუხაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა
  • ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow საბა ჯიქიას მიმართავს
  • “ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge