Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მართვის მოწმობის გაცემა უფრო გართულდება – რა ცვლილებას განიხილავს პარლამენტი?

February 18, 2025
მართვის მოწმობის გაცემა უფრო გართულდება – რა ცვლილებას განიხილავს პარლამენტი?

საქართველოში გარკვეული ნებართვების გაცემამდე, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმდება. საუბარია, იარაღის ტარების ნებართვის მიცემასა და მართვის მოწმობის აღებაზე. აღნიშნულს გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

კერძოდ, ცვლილებათა პაკეტში საუბარია, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნაზე, სადაც აღრიცხული და თავმოყრილი იქნება მონაცემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ.

როგორც ცნობილია, იარაღის ტარების ნებართვის, მართვის მოწმობის უფლების მისაღებად საჭიროა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, თუმცა, კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების კუთხით არსებული მექანიზმები, მაგალითად როგორიც არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს პოტენციური რისკების გამორიცხვას.

„შესაძლებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი ან არასრული იყოს. ასევე, პირს ჯანმრთელობის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა შეიძლება წარმოეშვას კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მიღების შემდეგ. ასეთი პირი საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებები კი უზრუნველყოფს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს იარაღზე, სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ხელი არ მიუწვდებოდეს,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს უკვე აღებული აქვს მართვის მოწმობა ან იარაღის ტარების უფლება და ამის შემდეგ მოხვდება ამ ბაზაში, მას ეს ნებართვა შეუჩერდება.

ცვლილების თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა სავალდებულო იქნება, აგრეთვე, შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისას, ან მართვის მოწმობის შეცვლისას ან აღდგენისას.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, ბაზის ადმინისტრირებას და მართვას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული მიზნობრიობით ექნება მასზე წვდომა.

„მაგალითისთვის, ეს მიზნები შეიძლება იყოს: იარაღის ტარების ნებართვის გაცემა, სატრანსპორტო საშუალებაზე მართვის მოწმობის გაცემა. ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია შსს-თვის ცნობილი იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ოჯახში ხდება ძალადობა, დროებითი მოთავსების იზოლატორში ხდება გადაყვანა ან უწყებაში დასაქმების საკითხია გადასაწყვეტი,“ – აღნიშნა დარახველიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომიტეტმა წარდგენილ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა
  • ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow საბა ჯიქიას მიმართავს
  • “ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge