საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2515 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 60 ადამიანი. ამ სტატისტიკურ მონაცემებს ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება და რეკომენდაციებს გასცემს:
“ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი!
ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია! ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი!
ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ ? დღეს ისევ 60 ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ.
სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ არჩევნები დამღუპველი იქნებოდა ეხლა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინა საარჩევნო აქტივობების ეს დამღუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!
ხომ ხედავთ რომ არავის არაფერი არ აინტერესებს?! – მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:
არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);
მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საერთოდ აერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპირტს; საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ; ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;
ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ”, 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;
შენობებში ცენტრალური კინდიცირება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია იყოს;
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას – ყველგან!
ხშირად დაამუშავეთ ხელები!
სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში აიცერით!
არ ნეგატივის: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბები, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისთვის!
მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და შეირგეთ სეზონური ხილი და ბოსტნეული. გააკეთეთ ერთი სიკეთე დღეში
ჯანმრთელობას გისურვებთ,” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.