Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

🎥საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებთან დაკავშირებით საგანგაშო და სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

February 15, 2025
🎥საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებთან დაკავშირებით საგანგაშო და სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

„საქალაქთაშორისო გადაყვანის კანონი, რომელიც მიიღო ქვეყანამ, ძალიან მალე უნდა ჩაეშვას და იმედი მაქვს, ეს მძღოლები იქნებიან გაკონტროლებული,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ განაცხადა.

„კატასტროფული სურათია – ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები“

„ძალიან მალე უნდა ამოქმედდეს რეგულაციები საქალაქთაშორისო გადაყვანებზე. ჩვენ, როცა ანონიმური კვლევა ჩავატარეთ კატასტროფული სურათი მივიღეთ. ეს ადამიანები ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები.

ზოგადად, ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სახელმწიფომ, გაემკაცრებინა მიდგომა და შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა. შესაბამისად, თუ აღმოაჩენენ, რომ ადამიანი განმეორებით მართავს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს, მას 5-დან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, 20 ათას ადამიანს ჩამოერთვა მართვის მოწმობა, იმის გამო რომ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას. ასეთი მძღოლი პოტენციურად მოქალაქეებს ხიფათის წინაშე აყენებს.

სწორედ ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ვეთანხმები რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო, მძღოლს მართვის მოწმობა არა 6 თვით, არამედ 1 წლით ჩამოერთვას. ბევრი ევროპული ქვეყანა მიდის იქითკენ, რომ მსგავს ქმედებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს, რადგან კანონმდებელი ფიქრობს, რომ თუ ნასვამი ზიხარ საჭესთან პოტენციური მკვლელი ხარ. აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრი მიდგომები არსებობს და ვფიქრობ რომ ამ საკითხს ჩვენც მკაცრად უნდა მივუდგეთ. არ ვართ მილიონიანი ერი, რომ ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაახლოებით 3 წელია საერთოდ არ ხდება გადამოწმება ნარკოტიკულ საშუალებებზე, ბევრი მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშაც იმყოფება და ეს არანაკლებ დიდი პრობლემაა. სისხლის სამართლის მიმართულება ითვალისწინებს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, რადგან ნასვამ მძღოლზე არანაკლებად საშიშები არიან ეს ადამიანები,“ – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

სრულად შეგიძლიათ იხილოთ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge