Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაზარალებულებს მუქარითა და ცემით აიძულებდნენ სხვადასხვა რაოდენობის თანხის ჩარიცხვას – კრიმინალური გარჩევები თაყაიშვილის ქუჩაზე

February 15, 2025
დაზარალებულებს მუქარითა და ცემით აიძულებდნენ სხვადასხვა რაოდენობის თანხის ჩარიცხვას – კრიმინალური გარჩევები თაყაიშვილის ქუჩაზე

დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაირკვა, რომ ამ სახლში კრიმინალური გარჩევები ხდებოდა.

“ქურდული სამყაროს” წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვისთვის, პოლიციამ 5 პირი დააკავა, სპეცოპერაციები თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში ჩატარდა.

ფარული სატელეფონო საუბრები, დაკავებული 5 პირის საქმეში მთავარი მტკიცებულებებია. გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ქურდული გარჩევებით, მუქარით, დაშინებით და კრიმინალური გავლენებით, ბრალდებულები კონკრეტულ პირებს თანხას სძალავდნენ.

ფარული ჩანაწერების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

მეტი დამაჯერებლობისთვის და ავტორიტეტის მოპოვებისთვის, ბრალდებულები ე.წ კანონიერ ქურდების სახელებსაც იყენებდნენ. ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ თანხა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდისთვის, ჯეირან კინწურაშვილისთვის უნდა ჩაერიცხა.

დაკავებულ ხუთ პირს ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა. ისინი ახლა წინასწარ, 2 თვიან პატიმრობაში რჩებიან. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, მას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. გამოძიება 40 წლის მამაკაცს “ქურდული სამყაროს” წევრობას ედავება.

ბრალდებულების პოზიცია ნაწილობრივ ცნობილია, მათი ნაწილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მოპოვებული მტკიცებულებები, დანაშაულის ჩადენის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის ადვოკატებისთვის.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით, მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

წყარო:“პრაიმტაიმი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში 3800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge