Saturday, August 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს ორ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

February 14, 2025
სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე  უკანონოდ დააკავეს

საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს ინფორმაცია ერგნეთის დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააჟღერა.

გენგიური და მერებაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 2024 წლის 16 სექტემბერს დააკავა. მათ არარსებული საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან.

ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებიც განიხილეს. ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა განაახლეს რკინის ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი.

-“მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე. გაზიარებული იქნა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა ორი წლით და ექვსი თვის ვადით. მათ ედავებოდნენ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას…

რაც შეხება უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, გამახვილდა ყურადღება უკანონო ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე  და მითითებული იყო კონკრეტული ლოკაციები. ჩვენ  მსჯელობის დროს გავააქტიურეთ თამაზ გინტურის საკითხი. პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი, როგორც თამაზ გინტურის ასევე ყველა ჩვენი თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც იყვნენ მოკლული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთის შემდეგი შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს
  • 12 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა – ტრაგედია საგარეჯოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge