თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.
„ ☑️ ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.
✅ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად.
✅ თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
✅ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.