Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ – სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება“ – ჯემალ გამახარია

February 12, 2025
“აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ – სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება“ – ჯემალ გამახარია

სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედროც – საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის და აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ.

„7 თერვალს, ბადრა გუნბა ჩამოფრინდა სოხუმში. ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა – აეროპორტის საცდელი ფრენის ჩატარება და ის, რომ გუნბა ჩამოდის მოსკოვიდან თვითმფრინავით, ჩამოჰყავთ სტუდენტები, ჟურნალისტები. ეს ყველაფერი საზეიმო ვითარებაში მოხდა, მაგრამ ეს საზეიმო ვითარება ჩაამწარა იმან, რომ შესაბამის დოკუმენტებში, რომელიც ფრენასთან იყო დაკავშირებული ეწერა: აეროპორტი – ბაბუშარის, ქვეყანა – საქართველო, რუსულად და ინგლისურად. ბილეთის მაგიერ ტალონზე სოხუმი წერია და არა Akua ან Sokhum, როგორც ისინი დღეს ეძახიან. ეს იმითაა გამოწვეული რომ, არსებობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ICAO, სადაც დაფიქსირებულია ზუსტად ასე, რომ ეს არის საქართველო, სოხუმი. ICAO-ს ჯერ არანაირი ნებართვა არ გაუცია, მაგრამ ელემენტარული წესები დაიცვეს და დააფიქსირეს, რომ ეს აეროპორტი მდებარეობს საქართველოში და ჰქვია სოხუმი. მხოლოდ ამად ღირდა ეს საცდელი ფრენა. თუმცა ეს საცდელი ფრენა იყო წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. არ ვიცი, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ბადრა გუნბას რეიტინგის ამაღლებას, მაგრამ ოპოზიციაც აღიარებს, რომ ეს დიდი მოვლენაა. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ როგორც აპარტამენტების გეგმა რომ განხორციელებულიყო, მოჰყვებოდა აფხაზეთში დიდი რაოდენობით რუსების ჩამოყვანა და დასახლება, ზუსტად ასევე იქნება – ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი ჩამოდის რუსეთიდან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ხელშეკრულებით, რაც სოხუმმა და მოსკოვმა გააფორმა, სამხედრო აეროპორტიც. შესაბამისად, იქ აფხაზებს საერთოდ არ შეუშვებენ შიგნით. ეს მთლიანად რუსული აეროპორტი იქნება და არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო. უკრაინელებს შეუძლიათ სოჭს მისწვდნენ, როსტოვში კი ფაქტობრივად აეროპორტი არ ფუნქციონირებს – ამ პირობებში, სოხუმის აეროპორტი, ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ამ საკითხს დარწმუნებული ვარ, ყურადღებას მიაქცევს არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ. აქ იქნება სერიოზული სამხედრო ბაზა“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღრუბლიანობა, წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge