„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში, 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
აღნიშნული მედიის ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად, იქამდე ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა.
გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.