დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილურობის ტენდენცია გრძელდება.
მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი და ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი კლებადია.
ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებს.
“გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა, ანუ, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს, ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი, რეპროდუქციის ინდექსი 0.7%-ზეა ჩამოსული, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5-6%-ს შორის არის, ბოლო 7 დღის და 14 დღის მყარად არის 8%-ის ქვემოთ ბოლო 1 თვის განმავლობაში, 10%-ს ჩამოცდა. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც სიკვდილიანობაა, მართალია ბევრია ჯერ, 48 მაღალია, მაგრამ აღარ არის ის 60-70 და 80. ყველა ეს მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის.
ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას, გაუმჯობესებისკენ. ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. იცით, რომ ორშაბათობით გვაქვს ვარდნა, შაბათ-კვირას მიმართვიანობა ნაკლებია, სამშაბათს ცოტა მეტი იქნება, ეს ამ ერთი კვირის განმავლობაში იმერყევებს 1500-2500-ის ფარგლებში. აღარ არის 5000-6000, მაგრამ ქვეყნისთვის მაინც მაღალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანაში დღიურად 30 000-45 000-მდე აცრა უნდა ჩატარდეს.
https://mix.metronome.ge/21152-2/