ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის ადვოკატ დავით გურგენიძეს მიმართავს.
„David Gamkrelidze თქვენ ხართ სუსის ადვოკატი, რომელმაც გადაწყვიტეთ , 7 დღის ნაშიმშილები, 20 წლის ბიჭი, მოწყვლადი იქნებოდა და შეიპარეთ მასთან ქურდივით , საპროცესო გარიგების შეთავაზებით და თან, სხვებზე ხელის დადების სანაცვლოდ.
რაო, გაგიკვირდათ ქოცებს უარი?!
ამას სთავაზობთ პატიმრებს, რომლებიც ჯგუფურით ზიან, იმიტომ რომ ერთი აღიარებაც კი ბრალდების მხარეს აძლიერებს.
შემდეგ, იგივე საქმიდან სხვას რომ ევროპულ სასამართლოში დავა მოუნდეს, ძალიან გაუჭირდება.
იმედია ადვოკატები თქვენზე საჩივარს დაწერენ!“, – წერს ჟორჟოლიანი.
მსგავსი შინაარსის პოსტები ასევე გამოაქვეყნებს მიმდინარე აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ და ბლოგერმა დოდი ხარხელმა.
დოდი ხარხელმაც დაასახელა ადვოკატი დავით გამყრელიძე, რომელიც მისი თქმით, ზემოაღნიშნულ ქმედებას ჩადის.
ამასთან, facebook-ჯგუფ „დაიტოვეში“ ადვოკატმა გიჯა ავსაჯანიშვილმა დაწერა: „მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად(რაც კანონის დარღვევა)და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს იმფო მომაწოდა ჩემა დაცვის ქვეშმყოფმა მაქვს მტკიცებულებაც “