ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“რომელიმე ჟურნალისტს თავში მოუვა აზრად კითხვა დაუსვას გიგი უგულავას:
პარტიის “განახლების მოტივით” ბოკერიას პოლიტიკიდან აძევებდით, ისტერიკაში ჩავარდით, რომ ის “ლუკაშენკოა” და ახალ თაობას გზას არ უთმობს. კიევიდან ჩამოსულმა, სანამ ჟურნალისტები პირზე არ დაგადგნენ და თავად მიშამ არ ჩაგიშვათ, მალავდით რომ მიშა ნახეთ და უშვერი სიტყვებით აგინებდით, ვინც თქვენი გეგმა კიევს დაუკავშირა.
მას შემდეგ, რაც პარტიის ნაწილი არ აგყვათ და პარტიიდან ლანძღვა გინებით წახვედით – ბოკერიას უპასუხისმგებლო ეძახეთ, რომ ცუდ შედეგზე პასუხისმგებლობა არ აიღო:
ა) “ცუდ შედეგზე პასუხისმგებლობის აღების” ნიშნად – თქვენ ფოთში მერობის კანდიდატად დადექით სააკაშვილის ნომრით – ახალგაზრდა თაობის ნაცვლად…
ბ) ბოკერიას სიის პირველი ნომერი ახალბედა პოლტიკოსი, მაგრამ თავის საქმეში გამოცდილი გიორგი ნონიაშვილია.
ახსენით თუ შეიძლება ბოლო სამ თვეში თქვენ მიერ ჩადენილი ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები და განცხადებები და აგვიხსენით, რატომ უნდა გენდოთ ან ჩვენ, ან ამომრჩეველი? – ხომ ლოგიკური კითხვაა? მაგრამ ქვეყანაში როცა ყველაფერი მოსულა, ასეთი კითხვები ჟურნალისტებს არ უჩნდებათ.
ეს იმიტომ, რომ პოსტ-საბჭოთა ქართულ ელიტაში არის ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს ჩვეულებრივად შეჭამს და არც სუნი და არც გემო, არ შეაწუხებს. მათ არ გააჩნიათ ფასეულობითი და ქცევითი ორიენტირები.სანამ ეს ასე იქნება და სანამ ადამიანებს, პოლიტიკოსებს, საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე პასუხი არ მოეთხოვება, სანამ სიმართლე არ არსებობს და ყველაფერი მოსულა – ყველაფერს გვაკადრებს ნებისმიერი ხელისუფალი და ვიჩანჩალებთ, როგორც საზოგადოება, “ – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.