რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები და კურიერები აქცია მიმდინარეობს.
ისინი აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობის გამართვასაც გეგმავენ.
ტაქსის მძღოლები და კურიერები ითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას, ასევე, დაბლოკილი მძღოლების უპირობო აღდგენას და სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვას უშუალოდ ტაქსის მძღოლების და კურიერების ჩართულობით.
ფოტო: ipn.ge