Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ის ბრწყინვალე რეფორმატორია, მან ეს უკვე დაამტკიცა – მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

September 10, 2021
ის ბრწყინვალე რეფორმატორია, მან ეს უკვე დაამტკიცა – მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანი ორგანიზაციას აფუძნებს.

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა შეწყდეს და მოქალაქეობა დაუბრუნდეს.

ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ სააკაშვილი “ბრწყინვალე რეფორმატორია” და “მან ეს უკვე დაამტკიცა.”

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, როდესაც სამმილიონიან საქართველოს დღეში 86 ადამიანი უკვდება, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა, არ არსებობს ჯანდაცვა, ძალიან გაწვალებული არიან ექიმები, როცა დღეში 78-86 ადამიანი უკვდებათ. პრაქტიკულად, ეს გენოციდს უდრის. ჩვენ სახელმწიფო გვქონდა, მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში კი სახელმწიფო არ გვაქვს. გამომდინარე აქედან და გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი დაბრუნების შესახებ განცხადებიდან, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში – დღეს ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა, ინვესტიციებით შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო. დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად.

ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანაა საქართველო, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება და სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა შეწყდეს მისი პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა! ჩვენ უნიჭოები არ ვართ, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს და არ გვასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც მე თავად არ მომწონდა, როცა ოპოზიციაში ვიყავი“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯო ბაიდენს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – მეტასტაზები ძვლებზეც გავრცელდა
  • იტალიაში ქართველი ახალგაზრდა კაცი დააკავეს
  • მესტიაში მეხი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge