7 თებერვალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის – „დაშრიტე მწუხარება ჩემი“ – ხსენების დღეა.
დღეს იკითხება შემდეგი ლოცვა:
„ტროპარი: დააცხრენ ვნებანი მრავალცოდუილისა სულისა ჩემისანი, რომელმანმცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელი კაცთა სნეულებასა აოტებ და ცოდუილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთმძიმეთა სიმტკიცეჲ და სასოებაჲ, ყოვლადწმინდაო დედა და ქალწულო.
ლოცვაყოველთა მკვიდრთა ქუეყანისათა სასოებაჲ ხარ შენ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ნუგეშინისმცემელო ჩემო! ნუ უგულებელს-მყოფ მე ცოდუილსა და ნუცა კადნიერთა ლოცუათა ჩემთა – უღირსთა ბაგეთა ჩემთაგან, არამედ, გევედრები, ცეცხლი ცოდუილთა ვნებათა ჩემთანი დაშრიტე და სინანულითა აღმადგინე, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი განკურნენ, დედუფალო, ბოროტთა ზედამოსლვანი შემუსრენ, ყოვლადწმიდაო, და ტვირთი ცოდუათა ჩემთან აღმიმსუბუქე, ყოვლადსახიერო, და დაშრიტე მწუხარებაჲ შემუსვრილისა გულისა ჩემისაჲ, რამეთუ შენ ხარ აღმოყუანება კაცთა და მწუხარებათა შინა ნუგეშინისმცემელი, რაჲთა აურაცხელთა მოწყალებათა შენთათვის, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამე, გადიდებდე შენ, უფროსადკურთხეულო, ამინ!“