მომღერალი სოფო ნიჟარაძე თავის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ თითქმის არ საუბრობს.
ამ თვალსაზრისით, 2017 წლის „პროფილის“ ეთერი გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს.
წარსულში ნიჟარაძეს ხშირად უკავშირებდნენ რუს ჰოკეისტს, მსოფლიო ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, პაველ ბურეს.
მედიამ ნიჟარაძე და ბურე რამდენჯერმე ერთად დააფიქსირა.
მომღერალმა „პროფილში“ სწორედ მის შესახებ ისაუბრა.
„მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი…“, – აღნიშნა ნიჟარაძემ.