ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის
ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის, დუშეთის, მცხეთისა, ყაზბეგის რაიონის სოფლებს შეეხება.
„7 თებერვალს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში – წითელსოფელი, ნაოზა, ბულაჩაური, ჭოპორტი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, ხოდაბუნების ტერიტორიასა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბარონ დე ბაიას, იაკობ რაინეგსის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში – ყანობი, კობი, ალმასიანი, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 13:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათგვერდი, ზაჰესი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.