„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალის თანამშრომელმა, ჟურნალისტებთან შენობაში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ისაუბრა:
„ბანკში დასალაგებლად შევდიოდი და ეს კაცი გამოვარდა, ხელში „ლიმონკა“ აქვს. დაიყვირა „გადით ახლავე გარეთო“, შემეშინდა გამოვვარდი, გამოვვარდი.
როგორც ვიცი ადამიანების ნაწილი დარჩა, ასევე, თანამშრომლებიც. ბანკში დაახლოებით, 20-მდე თანამშრომელი მუშაობს. რომ იყვირა გარეთ გადითო, თავიდან მეგონა ხუმრობდა…შეფუთული იყო, სათვალე ეკეთა, ქუდი ეხურა,“– განაცხადა ბანკის ფილიალის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა.