დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა – “თბილისი მოლთან” დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნაწილს 3 500-ლარიანი გირაო, ხოლო ნაწილს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
რამდენიმე ბრალდებული, რომლებიც წარსულში ნასამართლევი იყვნენ, ვიდრე არ გადაიხდიან გირაოს, საპატიმროში დარჩებიან.
მოქალაქეები, რომლებიც წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ისინი ამ წუთებშივე დატოვებენ სხდომათა დარბაზს.
გირაო შეეფარდათ:
- გიგი უგულავას;
- ირაკლი წიგნაძეს;
- ირაკლი ტაბატაძეს;
- ნიკოლოზ კუტუბიძეს;
- ვასილ ელიავას;
- ნიკოლოზ ქუმსიშვილს;
- ალექსანდრე გოგოლაძეს;
- დიმიტრი ბიძინაშვილს.