Monday, June 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბაგა-ბაღებში დასაქმებულების ხელფასი იზრდება – რა სიახლეს ავრცელებს დედაქალაქის მერი?

February 4, 2025
ბაგა-ბაღებში დასაქმებულების ხელფასი იზრდება – რა სიახლეს ავრცელებს დედაქალაქის მერი?

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125-ლარით გაიზრდება.საჯარო ბაღებში დაგეგმილ სიახლეზე საზოგადოებას ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„ეს არის მიმართულება, სადაც თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ და ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით.

„დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარებს ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში აღიზარდონ, ამ მიზნით კი ბაღის გარემოში თითოეულ დეტალს შესაბამისი ყურადღება ექცევა, დაწყებული კვებით, დასრულებული სათამაშოებითა და თეთრეულით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავიაკომპანია “აზიმუტის“ თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ბათუმში მიფრინავდა, ძრავის კარი მოსძვრა
  • პროდუქტები, რომელთა მიღებაც ზაფხულის სეზონზე რისკისშემცველია – ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge