გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი მოკლეს. – ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღიდან, ე.წ. ვინჩესტერიდან, გაუვარდა და ახალგაზრდა ბიჭს მოხვდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადმოიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალგაზრდამ, რომელსაც იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით, 116-ე, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, და 226-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მიმდინარეობს.
სამართალდამცავებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.