“ჩემი ინფორმაციით, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00-საათიანი “მოამბიდან” ჩახსნილია და ხვალიდან მის ნაცვლად გამოშვებას შტრეიკბრეხერები წაიყვანენ. გამიხარდება, თუ წყარო ცდება”– წერს ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა და ის საკუთარ პოზიციას პირდაპირ ეთერშიც ხშირად გამოხატავს. ივანოვ-ჩიქოვანი ვასილ მაღლაფერიძეს საზმაუს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენაში ადანაშაულებს.