წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, დღეს დილიდან მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილიდან წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.
ამასთან, დამატებითი სამედიცინო კვლევებისთვის მეუფე ზოსიმე ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.
ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, დღეგრძელობასა და მხნეობას, ” – აღნიშნული ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საკუთარ საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
მღვდელმთავრის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამედიცინო კვლევა დიაგნოზის დასადგენად.