მსახიობი ია ფარულავა “თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” შეშინებულია და ამის ფონზე ათას სიგიჟეს აკეთებს.
“პოლიცია ჩვენს გვერდზე, იცით რატომ? ისინიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და გულის სიღრმეში ჩვენს გვერდზე დგანან, მათაც უნდათ თავისუფლება და არ უნდათ,რომ იყვნენ რეჟიმის პატიმრები,როგორც არიან ახლა. ხომ გაგიგონიათ,რომ მარანთონის ბოლო წრე არის ყველაზე რთული, ახლა ჩვენ ბოლო წრეს გავდივართ. რეჟიმი უკვე გიჟს გავს, შიში აქვთ და ამ შიშსა და გაურკვევლობაში ათას სიგიჟეს აკეთებენ” -ამბობს ია ფარულავა
შეგახსენებთ,რომ „თბილისი მოლთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. გზის დანარჩენ ზოლებში საავტომობილო მოძრაობა გრძელდება. მსვლელობით მათ საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.