კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა თავისუფალ უნივერსიტეტთანაც. ეს ის ადგილია, საიდანაც სტუდენტები მსვლელობას გეგმევან თბილისი მოლის მიმართულებით. კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან 11 უნივერსიტეტის სტუდენტი დაიძრება. ისინი ერთად საპროტესტო მარშით, პლაკატებით და შეძახილებით შეუართდებიან დიდ აქციას – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცლებს.
ჟურნალისტების შეკითვას, რატომ გახდა საჭირო ამ რაოდენობის პოლიციელების მობილიზება, სამართალდამცველები არ პასუხობენ.
“არ ვიძლევით კომენტარს,” – ამბობენ პოლიციელები.
შეგახსენებთ, რომ დიდ შეკრებამდე, რომელიც დღეს თბილისი მოლთან არის დაანონსებული სულ ცოტადრო რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ქოლგები კანონსაწინააღმდეგოდ “ოცნებას” ჯერ კიდევ არ გმოუცხადებია.
საპროტესტო აქცია დიღომში ზუსტად 16:00 საათზეა დაანონსებული. “ბოლომდე!” – ასე ჰქვია აქციას, რომელიც უპრეცედენტო რეპრესიების ფონზე პოლიტ პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან უამრავი ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ასევე გუშინ პოლიციამ არერთი აქტივისტის სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მოქალაქეები არ შინდებიან და ამბობენ, რომ ვერც ფიზიკური და ვერც მორალური ტერორით არალეგიტიმური ხელისუფლება მათ ხმას ვერ ჩაახშობს.