საქართველოში ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ეხმაურება:
“რა საშინელი და საზარელი არსებაა სააკაშვილი!!! მეშვიდედ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვალო!!! კაცმაცუნი ექვსჯერ დაპირდა ადამიანებს ჩამოსვლას, არ შეასრულა და მეშვიდეჯერაც ბედავს იმავეს გამეორებას. მაშასადამე, ნამუსის ნატამალიც არ აქვს, მის ნათქვამ სიტყვას გროშიც ფასიც არ აქვს. ეს არის სუბიექტი, რომელიც ხმაურისთვის, ყურადღებისთვის ყველაფერს იკადრებს !!! ისე როგორ უნდა გძულდეს შენი თანამებრძოლები, რომ სულ ატყუებდე და შეურაცხყოფდე, იმედს აძლევდე და იმავე წუთს სასოწარკვეთაში აგდებდე!
ოდესის გუბერნატორობაზე უარი რომ ეთქვა, დღემდე საქართველოს მოქალაქე იქნებოდა, უბრალოდ, კონტინენტებს შორის წანწალი გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ურცხვად აცხადებს, რომ მოქალაქეობა წაართვეს.
ეს არსება იმდენად ამბიციურია, რომ თავის თავზე თვითონ ამბობს: “მე შევქმენი თანამედროვე ქართული სახელმწიფო!”. დავით აღმაშენებელს და ილია ჭავჭავაძეს არ უთქვამთ საკუთარ თავზე ასეთი რაღაცები, ეს რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ, კიდევ რა ფიქრები უტრიალებს გონებაში!
სუბიექტი არაფერს ნანობს, მიაჩნია, რომ სისხლი უნდა დაღვრილიყო იუსტიციის სახლების, მერაბიშვილის პოლიციისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაქმნელად… უკრაინელებთან უკრაინელია, ქართველებთან ქართველი, ჩუვაშებთან ჩუვაში!!! ამას როგორ ელოდებით, ხალხო?!!
რა შემთხვევაში ჩამოვა ექს-პრეზიდენტი თბილისში?
ამ “უბედნიერესი მოვლენის” აღსასრულებლად ორი მოთხოვნა იქნება დასაკმაყოფილებელი:
1. სააკაშვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მას ვერ დააპატიმრებენ ან მოკლე ვადით, პროცედურების დასრულებამდე გამოკეტავენ საპატიმროში.
2. სააკაშვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ჩამოსვლა სიტუაციას უკიდურესად დაძაბავს და სახელმწიფო გადატრიალების უკანასკნელი აკორდი იქნება.
ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სააკაშვილს უამრავი მონათესავე სული ჰყავს საქართველოში. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, ბიძინასთვის რაინდის ეტალონი – ირაკლი კობახიძე. ისიც სულ იტყუება – 19 აპრილის ხელშეკრულების ხელმოწერისას ერთს ამბობს; შემდეგ იმ პირობების შესრულებას ითხოვს, რომელიც დოკუმენტში გათვალისწინებული არ იყო; ბოლოს ხელმოწერა უკან მიაქვს და სულ სხვა რაღაცებს როშავს !!! როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს თავის ნათქვამს, კოკას ხან იქიდან მიაბამს ყურს, ხან აქედან … შეუძლია, რომ მილიონობით ადამიანს პირდაპირ ეთერში საკუთარი თავი წარუდგინოს ყველა რეგალიის ჩამოთვლით, მესამე პირში ილაპარაკოს თავისი თავის შესახებ… მისი აზრით, საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული პარლამენტარია. ვენეციის კომისიაზე კომპეტენტურია და თავს უფლებას აძლევს ორღობის ჭორიკანასავით ილანძღოს უმაღლესი ტრიბუნიდან.
კიდევ კარგი ვიღაც ჭკვიანი მალავს ხოლმე, თავის მამუკასთან ერთად, რომ ხალხმა ტელევიზორებს აგურები არ დაუშინოს!
ღმერთო დაიფარე ეს ქვეყანა!, “ – წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.