Saturday, June 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„7 თებერვალს ჩვენ ამ ჩანაწერს გავხდით საჯაროს…“ – ვისი გვარები ფიგურირებს ალექსანდრე ჩიკვაიძის ხელთ არსებულ აუდიოჩანაწერში?

January 31, 2025
„7 თებერვალს ჩვენ ამ ჩანაწერს გავხდით საჯაროს…“ – ვისი გვარები ფიგურირებს ალექსანდრე ჩიკვაიძის ხელთ არსებულ აუდიოჩანაწერში?

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ მის საქმეში ფარული ჩანაწერის ჩადება მოითხოვა.

ჩიკვაიძის თქმით, ამ ჩანაწერით დასტურდება საქართველოს მთავრობის, პროკურორისა და ივანიშვილის თანამონაწილეობა შურისძიების მოტივით ადამიანების ციხეში გაშვებაში.

„შუამდგომლობა ეხება ირაკლი შოთაძის აუდიოჩანაწერს, სადაც ის თავიდან ბოლომდე ყვება, როგორ შეკერა ჩვენი საქმე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელიც დღეს გახლავთ მზია ამაღლობელის პროკურორი. ეს ადამიანი ცნობილია საქმეების ჭრა-კერვით და ამავე საუბარში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, ამას დღეს საზოგადოება პირველად გაიგებს. შოთაძე აუდიოჩანაწერს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს საინფორმაციოდ და ამას აკეთებს ერთ-ერთი სხვა პროკურორის გავლით, სადაც ყვება ამ ყველაფერს, რატომ გახდა ჩვენი სამოქალაქო საქმე, რატომ გახდა იძულებული, აჭარაში ეს საქმე დაეხურათ, წამოეღოთ თბილისში, პოლიციაში. ამ შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დავაყენებთ. თუ ეს შუამდგომლობა კვლავ არ იქნება დაკმაყოფილებული, 7 თებერვალს ჩვენ ამ ჩანაწერს გავხდით საჯაროს. შოთაძე იმ ფორმით უყვება სხვა პროკურორს, მაღალი რანგის პროკურორს, ჩვენი საქმის გარშემო რა მოხდა და მისი დიალოგიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია მიდის ზევით, აინტერესებთ, რატომ იყო ჩვენს საქმეში გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. თუმცა, ამაში მონაწილეობდა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი ჯიბის თაღლითი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე. სავარაუდოდ, ის აბარებს ანგარიშს ბიძინა ივანიშვილს, რადგან კითხვა მომდინარეობს ივანიშვილის მხრიდან, რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი. როგორც ჩანს, ალექსანდრე ივანიშვილს არ შეუთანხმებია ეს თავის დროზე ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მას მერე, რაც გაიგეს, რა როგორ მოხდა, ამაზეც ივანიშვილი უარზე არ ყოფილა“, – აღნიშნავს ჩიკვაიძე.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ჩიკვაიძე ის ბიზნესმენია, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა ივანიშვილი რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მე არ მივიღებ ნობელის მშვიდობის პრემიას, მიუხედავად იმისა, რომ…“ – რას წერს დონალდ ტრამპი?
  • „ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, ამერიკაა” – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • „600-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge