2025 წლიდან, ევროპაში მოგზაურობის მსურველებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის წესები იცვლება.
უფრო კონკრეტულად კი, გაზაფხულიდან 60-ზე მეტი ქვეყნის 1.4 მილიარდამდე მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვს, შენგენის 27 ქვეყანაში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსზე გასამგზავრებლად მოგზაურობის ავტორიზაცია ე.წ. ETIAS დასჭირდება.
ETIAS არის ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა – იგივე ონლაინავტორიზაციაა. ETIAS-ის მოქმედი ავტორიზაცია 180 დღის პერიოდში ევროპის 30 ქვეყანაში 90 დღით გაჩერების უფლებას იძლევა.