„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალური ქსელით ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე მომუშავე ჟურნალისტებს მიმართავს.
„ძვირფასო ოპოზიციური არხის ჟურნალისტებო! თქვენდა უნებურად თუ უცოდინარობით ხდებით რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები.
ტრენდად იქცა ხარებას სადაც ახენებენ უნდა ახსენონ რონ წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა და “ორი გვამის” სპეცოპერაცია მას დაავალა მერაბიშვილმაო.
ეგ ორი გვამი – მერაბიშვილი რომ ითხოვდა და ქოცურ/რუსულმა პროპაგანდამ გაჭამათ 12 წელი – არის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე რუსული სპეცსამსახურებზე მომუშავე აგენტებზე, ისიც ჰიპოთეტურად.
მუხროვანის აჯანყება იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ოთანაძე და კრიალაშვილი იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები რომლებმაც შევარდნაძის დროსაც სცადეს სახელმწიფო გადატრიალება. ერთი დაიღუპა გაქცევის მცდელობისას თუ არ ვცდები. მეორე ცოცხალია.
ასევე შეგახსენებთ რომ სახელმწიფო ღალატისთვის დავით აღმაშენებლი ძელზე სვამდა მოღალატეებს.
უფრო მეტი დეტალები არის საქმის მასალებში! გამოითხოვეთ და ნახეთ. ან თუთიყუშებივით რომ იმეორებთ “ორიიი გვამიი” რატომ ერთხელ არ იფიქრეთ ეს 13 წელი ეგ ორი გვამი რანაირად ვერ იპოვეს ქოცებმა მერაბიშვილის წინააღმდეგ?“, – წერს წითლიძე.