დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სექტემბრის თვეში აცრილთა რაოდენობა მილიონმდე მიაღწევს, უკვე ოქტომბრის ბოლოს „ეპიდემიას წელში სერიოზულად გავტეხავთ“.
„გუშინ გვქონდა ისევ 24 000 მაგრამ, ზოგადად, საშუალოდ სექტემბრის (აცრილთა მაჩვენებელი) დღეს არის 21 000 – 22 000- ის ფარგლებში, რითაც რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილი. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ჯავშნების რაოდენობებს სამწუხაროდ, პირველ ჯავშანზე აქტიურობა თანდათან მცირდება და საჭიროა მეტი მოწოდება. მედიას, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოუწოდოთ ვაქცინაციისკენ. კვირას დამატებით კიდევ შემოვიდა ბოლო 400 000 დოზა „ფაიზერი“, ანუ შესრულდა ის მილიონახევარი დოზა. ამ მილიონნახევდრიდან დღეს, თავისუფალი გვაქვს 700 000 დოზა და დანარჩენი უკვე გამოყენებულია აცრისთვის ან დაჯავშნილია პირველი და მეორე აცრისთვის.
სექტემბერში, 700 000 დოზა ვაქცინა 350 000 ადამიანს ნიშნავს დამატებით. ძალიან გვინდა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ეს ათვისებული იყოს. ასევე გვინდა ათვისებული იყოს ის სხვა ვაქცინებიც, რომელიც გვაქვს ეს იქნება „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, თუ სინოვაკი“. ანუ, სულ რომ პესიმისტურად ვიყოთ, ძალიან მინდა, სექტემბერში იყოს დღეში იგივე 23 000 აცრა, მაგრამ ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად მინდა იყოს 30 000.
ხშირად ვამბობ, რომ თუ სექტემბერში გვექნება დაახლოებით მილიონი აცრა და იგივე ოქტობერშიც, ჩვენ ოქტომბრის ბოლოს ეპიდემიას წელში სერიოზულად გავტეხავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.