მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფიტარეთის ტერიტორიაზე ხანძარია.’
„ცეცხლი მონასტრის კელიების ზემოთ არის გაჩენილი. მიზეზები ჩვენთვის უცნობია. მონასტრის სპეციფიკური მდებარეობის გამო, სახანძრო მანქანების საჭირო რაოდენობით წყლის მომარაგება გაძნელებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ ხანძრის კერა დროულად იქნება ლოკალიზებული და ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხე არ შეექმნება“, – აღნიშნავს მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.
ამავე მოძრაობის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.
