ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს მიერ მუღებულ რეზოლუციას ეხმიანება.
“ამ ფოტოს აკლია დიმიტრი ცქიტიშვილი, გახარიას პარტიიდან, ასევე არაა თინა ხიდაშელი (იმედია ვინმე არ გამომრჩა კიდევ), ვერ დავიჭირე ყველა ერთად
ეს ხალხი, ბოლო 4 დღის განმავლობაში, 24/7-ზე მუშაობდა სტრასბურგში როგორც ერთი გუნდი
ყველა ოთახში, ყველა დერეფანში, ყველა აივანზე, ყველა საუზმეზე, ყველა ლანჩზე, ყველა ვახშამზე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა ქვეყნის დელეგაციასთან, ყველა ფრაქციის შეხვედრაზე, ყველა კომიტეტზე – ყველგან ესენი იყვნენ
დოკუმენტებით, მასალებით, წერილებით, ფოტოებით, არგუმენტებით
ამ ხალხთან ერთად ამ ოთხ დღეში იყო უამრავი საქართველოს მეგობარი ევროპელი, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან გვეხმარებოდენ, ზოგი სატელეფონო ზარით, ზოგი ვიდეო ქოლით, ზოგი წერილით, ზოგი მესიჯით. უამრავი
ამ ერთსულოვნებამ დადო დღევანდელი შედეგი
არა მხოლოდ რეზოლუცია სწორი მოთხოვნებით, არამედ ისიც, რომ 600 ადგილიან ასამბლეაზე არ აღმოჩნდა 1 ადამიანიც კი, ვინც ქოცებს გააპრავებდა
ერთად და მეგობრების დახმარებით, მოვიგებთ ამ ომს
ოლეე, ოლაა..”- წერს ზურა ჯაფარიძე.