“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“ასეთი მიწისძვრები, რაც ივანიშვილის პოლიტიკურ სიმყუდროვეს ბოლო კვირებში დაატყდა, არასდროს ყოფილა. არც ამის ნახევარი. აგერ სააკაშვილმა მთლად ცხრაბალიანი დღლიზა.
წაით სახლში, წაით ქართული ოცნება / / Georgian Dream რევანში არ იქნებაო,” – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას.
„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს – ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!
ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ცნობს. მე დავდივარ ყველგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მიღებენ ყველგან და არასდროს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზეა აღძრული საქართველოში. უკვე ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.