ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის დროს ეკლესია წესებს იცავდა, რისთვისაც მადლობას უხდის. როგორც გახარიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის გადაცემაში “ღამი კურიერი” აღნიშნა, “მსოფლიო მოიარა კადრებმა, როდესაც ქართულ ეკლესიაში მორწმუნეები დისტანციას იცავენ”.
“მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც განსაკუთრებით, პირველი და მეორე ტალღების დროს გამოგვყვა და თვითშეზღუდვის ისეთი მაგალითი აჩვენა, როგორიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ ყოფილა. ამასთან, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ეკლესიას, რომელმაც მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს ანახა, რას ნიშნავს, შეძლო შენი მსახურების გაგრძელება, მაგრამ ისე, რომ წესები დაიცვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როდესაც ქართულ ეკლესიაში მორწმუნეები დისტანციას იცავენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყოფილი პრემიერის შეფასებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“ყველამ იცის, რომ ეს სიმართლე არ არის, მაგრამ ვალდებულებად თვლიან თავს, რომ
“იპადხალიმონ.”
აი, ეს “პადხალიმაჟი” უნდა ამოიძირკვოს,” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.