Monday, September 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

January 29, 2025
მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „რეაქციაში“ თავის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს.

„მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა – ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ).
საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი
მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.
სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.
აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს – ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში.
როცა მე და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე მე და ბადრიმ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზმესპარტნიორები ბევრ
პრობლემას და პროექტების დახურვას.
თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.
გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას.
რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება!“, – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ხაზარაძემ თქვა: „„ჩვენ არ ვიყავით ჩასულები, რომ ვიღაცა დაასანქცირე, შეერთებულ შტატებში და ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით, პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდით იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნესსტრუქტურებს, რომ გადარჩნენ, ბიზნესი გადარჩეს […]

დიახ, იმიტომ, რომ ამ ხალხის უკან… ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ… მაგრამ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა რა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • ისრაელის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge