“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტომა ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე სატელევიზიო რეიტინგებთან დაკავშირებული პოსტი გამოაქვეყნა:
“დღეს, სამ სექტემბერს,თბილისი:მთავარი არხი – 18.86%იმედი – 17.97%ორი წლის წინ, ამ დღეს, პირველად გავედით შიდა სატესტო მაუწყებლობით და მარტო ჩვენ პირველად დავინახეთ ჩვენი ლოგო ეკრანზე,” – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
აღნიშნულს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე გამოეხმაურა:
“ასეთ მოდელირებულ რეალობაში რომ ცხოვრობს, ამიტომ ჰგონია თავი ხან ნაპოლეონი და ხან ავგუსტუსი.ისე ციფრები ასეთია: იმედი 23.4%მთავარი 9.6%,” – დაწერა ირაკლი ჩიხლაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე და პოსტის კომენტარშივე დაურთო: – “რაკი ინტერესია , დამატებით გთავაზობთ AGB-ის (რომლითაც ძირითადად ,,იმედის” კონკურენტი არხები ზომავენ საკუთარ რეიტინგს) და KANTAR-ის (რომლითაც ჩვენ, ,,იმედი” ვხელმძღვანელობთ) ბოლო სამი დღის მონაცემებს :