Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომბუდსმენის სკანდალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

January 26, 2025
ომბუდსმენის სკანდალი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტის კანონიერების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ომბუდსმენმა საზმაუს ეთერში დაასახელა რეგიონი, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაა განთავსებული, რაც საკითხის შესწავლის მიზეზი გახდა. უწყება წერს, რომ საზოგადოებას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგები ეცნობება.

“მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მონაცემების დაცვის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტის კანონიერების შესწავლა დაიწყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა საქართველოს სახალხო დამცველის – ლევან იოსელიანის ინტერვიუ, რომლის ფარგლებშიც, მან, მათ შორის, დაასახელა რეგიონი, სადაც განთავსებულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება და მიმდებარედ არსებული ვითარება.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ეცნობება პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგების თაობაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა, რითაც, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების და ქალების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

საზოგადოების ვნებათაღელვის შემდეგ იოსელიანის სოცმედიიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდიდან ომბუდსმენის ინტერვიუ გაქრა, თუმცა მსხვერპლი ხალხის პოტენცური მოძალადეების პირისპირ დაუცველად დატოვების შემდეგ დღის წესრიგში იოსელიანის გადადგომის მოთხოვნა დადგა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge